კორუფციის აღქმის ინდექსი

31 იანვარი 2023, 11:45 481 ნახვა

საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კლეპტოკრატიის ფორმას იღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ტრადიციული „კორუფციის აღქმის ინდექსი“ გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით უკეთესია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ, საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.

„ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ჩემპიონი იყო, ახლანდელი მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლის ნებისმიერ მცდელობას ახშობს“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ამბობენ, რომ ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ათობით შემთხვევა აღწერა, როდესაც მაღალი დონის კორუფცია გამოუძიებელი დარჩა.

სტატიას ''ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი გამოეხმაურა.

როგორც აცხადებენ, „საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია“. ასევე ამბობენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღნიშნული სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში