მოლდოვის ვიცე-პრემიერის ვიზიტი

31 იანვარი 2023, 12:06 657 ნახვა

მოლდოვის ვიცე-პრემიერის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დღეს მთავრდება. ოლეგ სერებრიანი ამ წუთებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება, ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები.

მოლდოვის პრემიერი ამ წუთებში პარლამენტში ვიცე-სპიკერს ხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში