შეხვედრა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებთან

31 იანვარი 2023, 14:14 1120 ნახვა

ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა. კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტების მიზანია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, შემდგომში პოტენციური ინვესტორების ინფორმირების მიზნით.

ლოკაციის მენეჯერები საქართველოს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ.

ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე კერძო ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან.

კონსულტანტების განცხადებით,  საქართველო  ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში