ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

31 იანვარი 2023, 14:14 465 ნახვა

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემას პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს.

ნათქვამია, რომ რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში