მოლდოვის ვიცე-პრემიერის ვიზიტი დასრულდა

01 თებერვალი 2023, 11:05 1075 ნახვა

რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. გამგზავრებამდე ოლეგ სერებრიანი  თეა ახვლედიანთან ერთად ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.

მოლდოვის გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები; მშვიდობის მშენებლობაში ქალთა როლის გააქტიურება და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობა; ევროინტეგრაციის პროცესი - შეხვედრის მონაწილეებმა ამ საკითხებზე ისაუბრეს. 

ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან,  ამასთან, მოინახულა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში