დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში

02 თებერვალი 2023, 11:12 535 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა გეგმურ იმუნიზაციაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის მნიშვნელობაზე, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  გასულ წელს შემუშავდა ტუბერკულოზის კონტროლის 2023-2025 წლების სტრატეგია, ასევე რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით, ინფექციის კონტროლის კუთხით 92 სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, სადაც სამედიცინო ინსტრუმენტების ლაბორატორიული კვლევის სტერილობა შემოწმდა. 

ანგარიშში საუბარი შეეხო სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში