აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის დაგეგმილი პროექტების განხილვა

02 თებერვალი 2023, 11:13 535 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა შუახევში. შეხვედრაზე მინისტრმა ის პროგრამები და პროექტები წარადგინა, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. 

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 4 მილიონ 904 ათას 500 ლარია გამოყოფილი.

გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდების პროგრამა, განახლდა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის, სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოების, მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობის და  სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამები.

მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მერიის წარმომადგენლები მიაწვდიან. მიმდინარე პროექტებზე სამინისტრო შეხვედრას დღესვე ხულოშიც გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში