დებატები ევროპარლამენტში

02 თებერვალი 2023, 11:24 599 ნახვა

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება.  ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები.

ასევე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ.

იუკნევიჩიენეს თქმით, სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და შესაბამისად, პოლიტიკური განხილვის დრო აღარ არის. კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს უფლება დაუყოვნებლივ გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში