სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ

02 თებერვალი 2023, 11:16 592 ნახვა

რუსეთმა საქართველოს კონტროლქვეშ უნდა დააბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, რომლებზეც 2008 წელს ფაქტობრივად რუსეთის კონტროლი დაწესდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბლუმბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, რუსეთი წააგებს უკრაინაში ომს და მისი დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. 

„რუსეთი უკვე პრაქტიკულად დამარცხდა ყველა ბრძოლაში, თუ საერთოდ ომში არა. საქართველოს საკითხებიც უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე. რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად გადის მისი საზღვრები,“ თქვა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის თანამეგობრობას მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსთხოვოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ჯარების გაყვანა როგორც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ზურაბიშვილის აზრით, „სხვაგვარად დასავლეთი დაუშვებს დიდ შეცდომას, როგორც 2008 და 2014 წლებში“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში