სამი ოპოზიციური პარტიის განცხადება

02 თებერვალი 2023, 11:06 495 ნახვა

აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კიდევ ერთი  ბრიფინგი გამართა  ერთობლივად სამმა ოპოზიციურმა პარტიამ.  

ზურა ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის და ელენე ხოშტარიას თქმით,  ჩანაწერები არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ღალატი და ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს ფორმატი, სადაც „ქართული ოცნება“ ფარულად რუსეთს ესაუბრება.

ოპოზიციონერი ლიდერები  საზოგადოებას  მოუწოდებენ  24 თებერვლის დაგეგმილ აქციაზე ღიად გამოხატონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში