დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი გადაიდო

02 თებერვალი 2023, 12:53 628 ნახვა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი  გადაიდო.

სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურიდან ოქმი, კლინიკა "ვივამედიდან" კი ცნობა იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ნებართვა არ ეძლეოდა, თავად სააკაშვილი კი სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა.

სხდომა 18 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება.

აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში