დაგეგმილი ცვლილებები სამშენებლო კოდექსში - ბრიფინგი “ლელოში”

03 თებერვალი 2023, 14:40 883 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია “ლელოდან ” საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატებს მიერ ინიცირებულ  კანონპროექტს ეხმაურება.  ცვლილებების პაკეტი სამშენებლო კოდექსს ეხება და მისი დამტკიცების შემთხვევაში  ბათუმში, გასული წლის 26 სექტემბრამდე  არსებული ყველა უკანონო მშენებლობა დაკანონდება. 

ცვლილებები ამნისტიას ითვალისწინებს და ამჯერად მხოლოდ ბათუმს შეეხება.   ვაჟა დარჩია  კანონპროექტს კორუფციულ გარიგებას უწოდებს.  ამბობს, რომ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ და იმ მსხვილი სამშენებლო კომპანიების სასარგებლოდ მომზადდა, რომლებიც  მისი ინიციატორი მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო კამპანიის მთავარი დამფინანსებლები იყვნენ.  

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით,  განცხადებით,  სამშენებლო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, სითი ინსტიტუტიც ეწინააღმდეგება. 

ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი ზაალ მიქელაძე კი აცხადებს, რომ ეს ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად მხარდაჭერაა იმ მოქალაქეების, რომლებიც  სხვადასხვა ხარვეზის გამო ჩაუბარებელ ბინებში ცხოვრობენ და  საყოფაცხოვრებო პრობლემები ექმნებათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში