ეკონომიკური საბჭოს სხდომა

04 თებერვალი 2023, 20:03 594 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს  სხდომაზე საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე იმსჯელეს, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში