ცვლილება თავდაცვის კოდექსში

06 თებერვალი 2023, 11:06 506 ნახვა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი შესაძლოა, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებაროს.

აღნიშნულ ცვლილებას „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საკუთარი სურვილით შეეძლება, შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა – 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას. ასევე „თავდაცვის კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს.

მთავრობა განმარტავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების აღნიშნული საფუძველი არ არის თავსებადი იმ ხედვებთან, რომელსაც ავითარებს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში