ეკონომიკის მინისტრი ხუდონჰესისა და ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე

06 თებერვალი 2023, 17:47 704 ნახვა

ხუდონჰესთან დაკავშირებით პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს - იმედი გვაქვს, მარტის ბოლოს გვექნება შედეგები, რაც გულისხმობს ჰესის ახალ ლოკაციას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა მართლაც შემცირდეს ჰესის სიმძლავრე, მაგრამ ჰქონდეს საკმაოდ მაღალი გამომუშავება. დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტზე, სადაც აღნიშნა, რომ პორტთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში