მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა - მიხეილ სააკაშვილი

06 თებერვალი 2023, 20:58 720 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვერაფერი გატეხს და ახლა „გაბრაზების და ბრძოლის“ დროა.ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.

„მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა, ყველა ძალის გაერთიანების დროა, ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს“, – წერს სააკაშვილი.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში