დღეიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას - ლევან ხაბეიშვილი

06 თებერვალი 2023, 23:11 660 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება. ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს. ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. დაიგეგმება რეგიონებში აქტივობებიც. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან კონკრეტული კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. დღეს და ყოველდღე გვექნება აქტივობები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში