რუსები შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობენ - უკრაინის გენშტაბი

07 თებერვალი 2023, 10:25 725 ნახვა

რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ასევე აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა ექვსი სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 75-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ძირითადად, ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით.

"ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხერსონის ოლქში. კაირის ფსიქონევროლოგიური სახლ-ინტერნატის პირველ სართულზე განათავსეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები, სამოქალაქო პაციენტები კი სხვა სართულებზე გადაიყვანეს“, - ნათქვამია გენშტაბის შეჯამებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში