ენმ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

07 თებერვალი 2023, 12:06 574 ნახვა

ენმ-ს დემარში.  საგაზაფხულო სესია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე გაიხსნება.    ამ გადაწყვეტილებამდე კი ისინი  მოსამართლე  გიორგი არევაძის ვერდიქტმა მიიყვანა,    რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში რჩება.        

სწორედ ამის გამო ენმ ქუჩის პროტესტს ირჩევს და აქციებს არა მარტო დედაქალაქში აანონსებენ.  უკვე ცნობილია, რომ კონსულტაციებს დაიწყებენ როგორც კოლეგებთან, ასევე  დასავლელ პარტნიორებთან  იმისთვის, რომ გადაწყვიტონ დატოვონ თუ არა საპარლამენტო მანდატებიც. ამაზე კი  ბანაკებად გაყოფილ პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში