გიორგი ხოჯევანიშვილი საპარლამენტო მანდატს და პარტია „საქართველოსთვის“ ტოვებს

07 თებერვალი 2023, 11:21 567 ნახვა

ვიდრე ენმ-ში შეჯერდებიან  უარი თქვან თუ არა მანდატებზე, გახარიას პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საკანონმდებლო   ორგანო მინუს  ერთი ოპოზიციონერი დეპუტატით გააგრძელებს საქმიანობას.  

ლაშა ხოჯევანიშვილი პოლიტიკიდან კერძო სექტორში ინაცვლებს. რაც შეეხება მიზეზს, ამბობს, რომ    როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, შეზღუდული მქონდა პოზიტიური როლის შესრულება, და რომ, მაგალითად   კანონს, რომელზეც ყველა თანხმდებოდა, რომ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მხარდაჭერა არ ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ  ის ოპოზიციონერი  იყო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში