შეხვედრა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან

07 თებერვალი 2023, 14:40 600 ნახვა

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით,   ისაუბრეს  რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.   

გაესვა ხაზი  საქართველოს წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, სომხეთს გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები.    

პრემიერ-მინისტრმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.   

აღინიშნა, რომ  მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში