საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადასცეს უკრაინას - უკრაინის საგარეო უწყება

07 თებერვალი 2023, 15:24 601 ნახვა

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას, - ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი გააგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

გუშინ, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში