მანდატებზე უარის თქმა და პოლიტიკური შეფასებები

07 თებერვალი 2023, 19:45 566 ნახვა

ძველი და ნაცნობი სტრატეგიით ახალი მიზნისთვის, ენმ ისევ ბოიკოტის რეჟიმს ირჩევს და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც ექს პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში რჩება. ენმ-ს 26 დეპუტატიდან დღეს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას არცერთი დეპუტატი არ ესწრებოდა.საპარლამენტო საქმიანობის ყველა ფორმატში უარის თქმის შემდეგ, იტყვიან თუ არა მანდატებზეც უარს, ეს   ვერ გადაწყვიტეს. ჯერ კონსულტაციებს გეგმავენ კოლეგებთან და პარტნიორებთან.  უკვე ცნობილია ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ ბოიკოტს არ ემხრობა. ენმ-ს ბოიკოტის ამგვარი ფორმა კომიკურია ოპოზიციონერი კოლეგებისთვის, ქართული ოცნებისთვის კი სულერთია სად იქნება ენმ-ა - თემის დეტალები მარიამ ურუშაძის რეპორტაჟში

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში