ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა

07 თებერვალი 2023, 21:31 643 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 8 თებერვალს 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ  ბრიგინგზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა, რომ საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართება.

„გთავაზობთ შემდეგ გეგმას: ხვალ, 17:00 სთ-ზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ და დააფიქსიროთ პროტესტი. ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში 13:00 სთ-ზე პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ. ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში 13:00 სთ-ზე გაიმართება საპროტესტო აქციები შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში