ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შეიარაღებული პირი შეიჭრა

08 თებერვალი 2023, 12:50 1725 ნახვა

ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მამაკაცი სალაროდან თანხას ითხოვდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

მოახერხა თუ არა რაიმეს წაღება ჩვენთვის უცნობია. აფთიაქში მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ ეტაპზე, დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ ფაქტზე მოკვლევა სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შემთხვევის ადგილზე, პოლიციელები გვიან ღამით მუშაობდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში