საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ირაკლი კობახიძისთვის არასერიოზულია

08 თებერვალი 2023, 14:30 705 ნახვა

პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას არასერიოზულად უყურებს ირაკლი კობახიძე.  ირწმუნება, რომ თავდაპირველად განცხადების ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა. მას შემდეგ კი, რაც დარწმუნდა, რომ იყო ეს იყო სალომე ზურაბიშვილის  შეფასება, პრეზიდენტის  პოზიცია ოხუნჯობად აღიქვა.

გაგახსენებთ,  ქართული ოცნების თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა  მუქარაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ   ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. 

უფრო  ადრე  კი  მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ  უპასუხა, რომ ასეთ აქტზე  საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია და  მათ შორის მასაც, რომ ეს იქნება  ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში