რადიკალური ოპოზიციისგან ველოდებით კამპანიას "ფრი ესებუა", როცა შიმშილობას დაიწყებს, ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას - კობახიძე

08 თებერვალი 2023, 15:26 756 ნახვა

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბადრი ესებუას დაკავების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან „ფრი ესებუას“ კამპანია დაიწყება.

"აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიზანია, გათავისუფლდეს და ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

„გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, არავითარი სამედიცინო აქ არაფერია. არის ერთადერთი მიზანი, გათავისუფლდეს სააკაშვილი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. ეს ლობისტური კონტრაქტი არის ამის კიდევ ერთი, მორიგი გამოხატულება. მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს, ეს არის მოკლე შეჯამება იმ ყველაფრისა, რაც წარმოებს სააკაშვილის საქმის გარშემო. მიზეზი მარტივია, ერთადერთი, რაც ხდება, არის ის, რომ სააკაშვილი შეგნებულად, მისი ოჯახის თანამონაწილეობით, არ იღებს სათანადო კალორაჟის საკვებს და ა.შ. ეს არის თვითდაზიანების პროცესი, რომ ამით, გარე ჩარევით უზრუნველყოფილი იქნება მისი გათავისუფლება. ვერც ლობისტური კონტრაქრებით და ვერც მათი მეგობრების მობილიზებით ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს არის სამართლებრივი საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში