ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

08 თებერვალი 2023, 17:53 567 ნახვა

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატი ხვდება. ადვოკატი იოსებ ჯანაშია #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა. უფლებადამცველის თქმით, მას ესებუასთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გარკვეული კითხვები აქვს, რაზეც დღეს ესაუბრება. ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.   სამართალდამცველებმა  ორწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს სოფელ ჯიხაშკარში მიაგნეს. ის ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია  ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. სახლში მცხოვრები 3 პირი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. სპეცოპერაცია სოფელ ჯიხაშკარში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამთენიისას ჩატარდა. ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით,  ბადრი ესებუა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა. ბადრი ესებუას, რომელსაც 2 წელზე მეტია ნახევარი მილიონი აქვს მისაკუთრებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ის საპყრობილეში 15 წელს გაატარებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში