აჭარის მთავრობის ვიზიტი

03 თებერვალი 2017, 00:00 3317 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით,  ნახიჩევანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დაიგეგმა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს. განიხილეს ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების საკითხიც. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან შეხვედრას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აზეირბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, რაშად ისმაილოვი ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში