დე-ფაქტო მთავრობა ვიზალიბერალიზაციაზე

03 თებერვალი 2017, 00:00 2103 ნახვა

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ვიზალიბერალიზაციით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეეძლება. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს და არა აფხაზეთის მოქალაქეებს. "ჯანელიძის ქმედებას ვაფასებთ თბილისის უხეშ მცდელობად, აფხაზეთის მოქალაქეები მოაქციონ საქართველოს ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში - ამბობენ ე.წ. სამინისტროში. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობები, უპერსპექტივოა. თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ქართველ მმართველებს აფხაზების თავისუფალი გადაადგილების საკითხები თუ აწუხებთ, მათ უარი უნდა თქვან საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკის წარმართვაზე". დე-ფაქტო სამინისტრო ევროპულ ინსტიტუციებს მოუწოდებს უარი თქვან პოპულისტური ქმედებების მხარდაჭერაზე და ყურადღება გაამახვილონ აფხაზეთის მოქალაქეების დეიზოლაციისათვის ზომების გატარებაზე.

ამავე კატეგორიაში