ბადრი ესებუა სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა

10 თებერვალი 2023, 20:28 728 ნახვა

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში