ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში

13 თებერვალი 2023, 11:28 743 ნახვა

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ხალხის ძალის და პარტია საქართველოსთვის წევრებს  საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ცვლილებების პაკეტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

საკანონმდბვლო  ინიციატივის მიზეზი არსებული რეგლამენტის ჩანაწერია. რომლის მიხედვითაც, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან თუ კი ამავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. 

ცვლილებათა  პაკეტი ხალხის ძალის წევრებმა მოამზადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში