მაღალმთიან აჭარაში დილიდან თოვს

13 თებერვალი 2023, 11:49 775 ნახვა

დილიდან თოვს მაღალმთიან აჭარაში. ქედისა და შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 25 სანტიმეტრამდეა.  შედარებით მაღალია თოვლი ხულოში. გადაადგილება მაღალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდირებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ რომ გაწმენდით სამუშაოებში, საჭიროების შემთხვევაში ჯამში 90 ტექნიკა ჩაერთვება. გარემოს ეროვნული სააგენტო 18 თებერვლამდე ავდარს პროგნოზირებს.

ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა გაგრძელდეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში