12 საკითხი განიხილეს დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერი, რომელმაც საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა და საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება. სხდომას ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებია. ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ. თემის დეტალები ჯენი კვანტალიანის რეპორტაჟში