კელი დეგნანს აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენი შეცვლის

14 თებერვალი 2023, 14:30 640 ნახვა

კელი დეგნანს რობინ დანიგენი  შეცვლის.  აშშ-ის პრეზიდენტმა  საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე  დანიგანის კანდიდატურა უკვე წარადგინა.    

სხვადასხვა პერიოდში, ის ამერიკის ელჩი იყო ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში. ამჟამად კი  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა.     

დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში  იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე,  სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში. 

რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედ  ელჩს, კელი დეგნანი  დიპლომატიური მისიით საქართველოში 2020 წლის იანვარში ჩამოვიდა.  

კარიერის განმავლობაში ელჩი დეგნანი ფოკუსირებული იყო პოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ საქმეებზე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში