ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ - პაპუაშვილი

16 თებერვალი 2023, 12:28 557 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ. შალვა პაპუაშვილმა 577 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში უზუსტობები იპოვა , მაგალითად კი, მან   სააკაშვილის დაკავების საფუძველი დაასახელა. ფიქრობს, რომ გარკვეული ევროპარლამენტარი ცდილობს საქართველოს დაზიანებას იმისთვის, რომ ის დაიხსნან ციხიდან . რეზოლუციის შესახებ ეს შეფასება მაყურებელმა  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოისმინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში