აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

16 თებერვალი 2023, 12:35 610 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი. „გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს შეშფოთებები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე, აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.  – განაცხადა ნედ პრაისმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში