პასუხი დაზარალებულ ოჯახებს

04 თებერვალი 2017, 00:00 1934 ნახვა

დიდთოვლობის გამო უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა, თხილვანა და ზოგადად ეკომიგრანტების პრობლემა – თემა კვლავ აქტუალური იყო გადაცემა “ფაქტორში”. თოქ - შოუში საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა შაშიკაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კანონთან შესაბამისად პირველ ეტაპზე ასეთი ოჯახების ქირით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანა ხდება, შემდეგ კი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე მათ გაეწევათ სათანადო დახმარება. შაშიკაძის განცხადებით, თუ ამ პრობლემის მოგვარებას აჭარის მთავრობის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არ ეყოფა, ადგილობრივი მთავრობა დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს.

ამავე კატეგორიაში