დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

16 თებერვალი 2023, 18:04 814 ნახვა

მეორე დღეა ინტენსიურად თოვს  მაღალმთიან აჭარაში. ამ დროისთვის  კვლავ თემებთან დამაკავშირებელი ტერიტორიების გაწმენდა მიმდინარეობს,  რადგან  ძლიერი თოვის გამო ერთსა და იმავე  გზებზე  საჭირო ხდება ტექნიკის  რამდენჯერმე  შეყვანა და წმენდა.

ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის შეფერხებული არ არის, იწმინდება ცენტრალური მაგისტრალიც, სადაც ასევე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა. 

აზრდილი ინტერვალით მოძრაობს  ხულო-ბათუმის  საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.  დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა კურორტ გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ცუდი ხილვადობის- ქარბუქის და ინტენსიური თოვის გამო  სოფელ პაქსაძეებიდან კურორტამდე ნებისმიერი ტიპის ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გზის წმენდის დაწყება ამინდზეა დამოკიდებული.  მუნიციპალიტეტებში მოქმედებს 24 საათიანი შტაბები მოქალაქეთა დასახმარებლად. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში