სიახლე ეროვნული ბანკისგან

04 თებერვალი 2017, 00:00 2184 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური კალკულატორი შექმნა, რომლითაც სუბსიდირებული სესხის ლარით კონვერტაციის ეფექტის განსაზღვრაა შესაძლებელი. პროექტი  სესხების გალარების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით შეიქმნა. კალკულატორის მიზანია, გალარების მსურველებს და სესხის აღებით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს ლარისა და დოლარის სესხების პირობების შედარებაში. იმისათვის, რომ მსესხებელმა მიიღოს გადაწყვეტილება გაალაროს თუ არა სესხი, არსებული დოლარის სესხის პირობები უნდა შეადაროს ბანკის მიერ შემოთავაზებული ლარის სესხის პირობებს. სესხების გალარების კალკულატორი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 25 მარტამდე გრძელდება. 

ამავე კატეგორიაში