ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულებს ბრალდება დაუმძიმდათ

17 თებერვალი 2023, 12:07 691 ნახვა

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები , რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.

საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე.

გამოძიების ინფრომაციით, ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში