პირველკლასელთა ასაკი შესაძლოა ისევ გადაიხედოს

17 თებერვალი 2023, 13:28 1140 ნახვა

პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა კიდევ გადაიხედოს. საკითხზე მუშაობა ისევ გრძელდება. პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული. გიორგი ამილახვარის განცხადებით, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს იქნება ნათელი სურათი და ანალიტიკური ინფორმაციის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში