სახალხო დამცველის აპარატის განცხადება

17 თებერვალი 2023, 15:31 554 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი პროექტს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან. პროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ქმნის „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვებას და გამოქვეყნებას, ამის გათვალისწინებით კი, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში