რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

17 თებერვალი 2023, 19:51 561 ნახვა

რომან გოცირიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში