ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

18 თებერვალი 2023, 12:01 616 ნახვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას "ტვიტერში" ეხმაურება.

ჯოზეფ ბორელი წერს, რომ საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.

„ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად", - აღნიშნავს ბორელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში