პრემიერ-მინისტრის შეხვედრები გრძელდება

18 თებერვალი 2023, 18:15 586 ნახვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე სამუშაო დღე. პანელური დისკუსიები გრძელდება. გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება – ასე ჰქვია პანელს, სადაც მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ფინეთის პრემიერი და ევროკომისიის პრეზიდენტი. შეკრებილებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმაც მიმართა.

დღესვე რიგით 49-ე კონფერენციის მონაწილეების წინაშე საქართველოს პრემიერი წარდგება. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს შეხვდა. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში