მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

19 თებერვალი 2023, 12:03 669 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში