ვიმყოფებოდი მიუნხენში, ვნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი - პრემიერი

20 თებერვალი 2023, 14:26 1028 ნახვა

ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღეს საუბარი არ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული ვითარებაა შექმნილი და არ არის ცნობილი, როდის დასრულდება უკრაინაში ომი.

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას, ყველაფერი უკავშირდება უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღეს საუბარი არ იქნებოდა, კარგად გვესმის. მოგეხსენებათ, მე ვიმყოფებოდი მიუნხენში, ვნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში