„ხალხის ძალის” ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

20 თებერვალი 2023, 14:25 540 ნახვა

პროცესი დაიძრა. ,,ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  წუთი წუთზე ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება, რომლის შემდეგაც სავარაუდოდ საკომიტეტო განხილვებში ჩაეშვება.

დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა კანონპროექტის მიზნები და ენჯეოები არაობიექტურ კრიტიკაშიც დაადანაშაულეს. თქვეს ისიც , რომ ამერიკულ კანონთან შედარებით, ქართული უფრო "შერბილებულია".  სპეციალურ ბრიფინგზე შედარებებიც გააკეთეს.   

ამბობენ, რომ  როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა "უცხოელი აგენტი". ტერმინი მათი აზრით,  ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს, ამიტომ  მათი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.     

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ ხალხის ძალას სურს კანონმა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, მოამზადონ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და არა ისეთი ინიციატივა, რომელიც სტიგმატიზაციას ემსახურება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში