მთავრობის სხდომა

20 თებერვალი 2023, 14:55 589 ნახვა

მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციის  შესახებ ისაუბრა პრემიერ- მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან რთული ვითარებაა. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი, რომ  გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში.  

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს მთავრობამ ქვეყნის იმ ინტერესების გატარება უნდა გააგრძელოს, რომელიც მხოლოდ ხალხს და ქვეყანას სჭირდება.

მთავრობის მეთაურმა ახალ ინიციატივებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა,  რომ  ეკონომიკის სამინისტრო სურსათზე ფასების დასარეგულირებლად ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში